გუანაჯატოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც მექსიკაში გაიმართება, 2 ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას.
სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმაძისა და დავით მესხის ფილმი - „როცა დედამიწა მსუბუქია" წარდგენილია კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „ლეთა" კი კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.