logo_geo
eng_logo
მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ
- +

15 ივნისი. 2021. 23:11

 

მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ნათქვამია მოკავშირეობის შესახებ დეკლარაციაში, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა დღეს ქალაქ შუშაში მოაწერეს.

 

თურქეთისა და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოები რეგულარულად გამართავენ ერთობლივ სხდომებს, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

 

„აზერბაიჯანი უაღრესად აფასებს თურქეთის მხარდაჭერას სომხეთის 30-წლიანი აგრესიის შეწყვეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საკითხში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

მხარეებმა ასევე შეისწავლეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავების პერსპექტივები.

 

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის დერეფნისა და ნახჭევანი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner