logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ ყოველთვის ვართ შეზღუდულები, რადგან ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე კი ერთია
- +

16 ივნისი. 2021. 00:17

 

„მაშინ როდესაც ერთი და იგივე ადამიანებსა და ორგანიზაციებს ვხედავ ეკლესიის ლანძღვის ავანგარდში ძალაუნებურად გვახსენდება ყველა ის შემთხვევა, რაც ეკლესიის წინა მდგარა, ასეთი ისტერიული თემა“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

ამის მაგალითად დეკანოზმა მაგალითად შარშანდელი აღდგომა მოიყვანა, როდესაც ეკლესიის მიმართ „საკმაოდ მძიმე ბრალდებები“ გაისმა კორონავირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით.

 

„რამდენი ტელევიზია უთმობს ყველაზე ძვირფას ეთერს საპატრიარქოს და ეკლესიის საკითხებს? არაერთი. თითოეულ ტელევიზიას რა ბიუჯეტი აქვს და რამდენი იხარჯება ამაში. გეტყვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუჯეტს და მიხვდებით, რომ შეუძლებელია საინფორმაციო ნაკადის გადაფარვა ამ ძალებით. დროზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ შიგნით უნდა გქონდეს გამართული მექანიზმი, რომ უნდა შეგეძლოს პირდაპირი ეთერების წარმოება, უნდა გქონდეს სტუდია, მოიწვიო ხალხი. არ არის ასეთი საშუალება. ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვართ შეზღუდულები. ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე ერთია და ამაში ვერ შევეჯიბრებით აი ამ რესურსს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner