შვეიცარიელი ტურისტი დევიდ ბრანდერბერგერი თბილისამდე მზის ენერგიაზე მომუშავე სამთვლიანი ველოსიპედით ჩამოვიდა.
როგორც „სითი კვირას" „თბილისის ველომოყვარულთა კლუბში" ტურისტის ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადეს, მზის ენერგიით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.
მათივე თქმით, ისტორიას ახსოვს მზის ენერგიაზე მომუშავე, რამდენიმე ველოსიპედის პროექტი, რომელიც არცთუ ისე წარმატებით დასრულდა.
„მაგრამ ეს არ გვაძლევს დანებების საშუალებას. ჩემი პირველი პროექტი არ იყო ეფექტიანი, ამიტომ დავიწყე მუშაობა მეორე გაუმჯობესებულ მოდელზე. პროექტს სახელწოდებად მისი შინაარსიდან გამომდინარე Solatrike დავარქვი. მეორე ველოსიპედი რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან, კონსტრუქცია ჩეხეთშია დამზადებული და საკმაოდ გამძლე და კომფორტულია მგზავრობისთვის", - აცხადებს ტურისტი.