logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ამ ხალხს ჰგონია, რომ ლომჯარიასთვის ყველა კარი ღიაა!
- +

16 ივნისი. 2021. 02:11

 

„გაბუნია ეკითხება კობახიძეს, - ახლა, აქ რომ მოუნდეს შემოსვლა სახალხო დამცველს და არ შემოვუშვა, არის თუ არა კანონის დარღვევაო?! ანუ სტუდიაში რომ მოუნდეს ახლა შემოსვლაო! არ არის კანონის დარღვევა, არა!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„პირიქით, რომ შემოვიდეს, კანონს დაარღვევს და გასამართლდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლის გამო!

ამიტომ, შეგიძლიათ არ შემოუშვათ და უპასუხოთ, - როცა დაგპატიჟებთ, მაშინ მობრძანდითო!

სახალხო დამცველს მართლა ყველგან შესვლის უფლება კი არ აქვს?!

მით უფრო, რომ თვითონ სახალხო დამცველი კი არა, მისი თანამშრომლები ცდილობდნენ ნინოწმინდის პანსიონში შესვლას!

ამ ხალხს ჰგონია, რომ ლომჯარიასთვის ყველა კარი ღიაა!

იქნებ, გგონიათ, რომ საოპერაციოში ან რეანიმაციაშიც თავისუფლად შევა?!

სცადოს, აბა, ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა!

ამათ სახალხო დამცველი "ყველგანმავალი" ჰგონიათ!

ვაი, რა გეშველებათ!“, - წერს მძინარაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner