ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ნინოწმინდის პანისონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით ეხმაურება:
„ნინოწმინდის პანსიონის შესახებ გუშინდელ პოსტში დავწერე, რომ იმ გადაცემას დავამატებდი 2-3 სიტყვას.
1.ბავშვები ფეხებზე რომ ჰკიდიათ იმით ჩანს, რომ ასე ხისტად ითხოვენ ბავშვების გამოყვანას.
კარგად იციან, რომ ბავშვებმა იქ წლები გაატარეს, შეეჩვივნენ იქაურობას. მათთვის ასე მარტივი არაა პანსიონიდან წამოყვანა და სადმე ოჯახში, ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. იქნებ მეტად დაფიქრდეს ვინმე ამ პრობლემაზე?!
2️. მთელი აჟიოტაჟია დიდი პანსიონები არ უნდა არსებობდესო. ვინაა წინააღმდეგი?! ოღონდ, როცა ეს ბავშვები საპატრონოები იყვნენ, სად იყავით, მოგენახათ რესურსები და გეზრუნათ?!
ვიღაცამ იზრუნა და შეიფარა. პრობლემები თუ არის, ჯერ გაირკვეს, თორემ ბევრი მითქმა-მოთქმაა და რომ არ აღმოჩნდეს?
ცნობისათვის, პატარა პანსიონები უფრო ძვირი ჯდება. მოთხოვნა იოლია, დიდი დაწესებულებები არ უნდა არსებობდნენო.
3️. კიდევ ერთი ბავშვებთან დაკავშირებით. საჯაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში რომ საუბრობთ ბავშვების მიმართ შესაძლო, ვიმეორებ, შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ხომ იგულისხმება, რომ ნებისმიერ ბავშვზე შეიძლება იფიქრონ, ხომ ასეა? გიფიქრიათ ბავშვები ამ ხმაურის გამო რას განიცდიან?
ვინმე ჯანსაღი ფსიქოლოგი ხართ, ვინც ამ თემას ბავშვთა ინტერესებიდან შეხედავს და მოუწოდებს ყველას საჯარო სივრცეში სიტყვები გაფილტრონ?
მაგრები ხართ არითმეტიკაში. თქვენი ტელევიზიის შენახვა წელიწადში 50 მილიონი თუ ჯდება, ეს თანხა ჟურნალისტთა საერთო რიცხვზე უნდა გავყოთ და ვთქვათ, რომ თვეში ერთ თანამშრომელზე 10 ათასი ლარი იხარჯებაო?
სწორია ასეთი არითმეტიკა? იქნებ პანსიონს ბავშვების კვების გარდა სხვა ხარჯებიც აქვთ, ჩაცმა, პერსონალის ხელფასები, შუქი, გაზი, წყალი, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და სხვა?!
ასეთ კითხვებს უციდინარობით სვამთ, თუ მოსახლეობის გაღიზიანებას ცდილობთ?!
5️. ჰო, მეუფე სპირიდონის მეუფე იაკობით შეცვლა არ ნიშნავს ვინმეს ბრალეულობის აღიარებას“, - წერს ანალიტიკოსი.