logo_geo
eng_logo
დღეს ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგება
- +

16 ივნისი. 2021. 10:34

 

 

„ყოველთვის მზად ვარ“, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად დღევანდელი დღისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის.

 

დღეს აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

 

შეხვედრა რამდენიმე საათში ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე ჟენევაში იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner