logo_geo
eng_logo
იან კელი: საქართველოს მთავრობამ დიდი პროგრესი განიცადა
- +

18 ივლისი. 2016. 18:20



აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს" და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც სასტუმრო რედისონში მიმდინარეობს.

ელჩის განცხადებით, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით საქართველოს მთავრობამ პროგრესი განიცადა.


 

 

„ბევრ დამსაქმებელს, რომელიც დღეს შეიკრიბა, შეიძლება არ გააჩნდეს პრობლემები მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისას, თუმცა საშუალო დონის კადრების მოზიდვა რთულია.

 

ტექნიკური სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით გარკვეული სირთულეებია. არათანაბარი განვითარება, პროფესიული განათლება, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქალბატონების ჩართულობაც ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში... დღეს ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ ერთ-ერთ კონფერენციას, ტრენინგს, სადაც ამ თემაზე მიდის მსჯელობა.

 

საქართველოს მთავრობამ დიდი პროგრესი განიცადა სწორედ ამ მიმართულებით. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა პროფესიული განათლების განვითარების. დღეს ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებელი, განვავითაროთ უნარ-ჩვევები, რათა დავასაქმოთ მეტი ხალხი.

 

ძალიან მნიშვნელოვანია კერძო პროგრამები, ეს ყველაფერი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner