13-14 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკაში, გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლემ ნიკა ბაღიშვილმა (მწვრთნელი დათა წულაია).
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.