logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მომწონს თუ არა ნარჩემაშვილი, გიპასუხებთ, რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე
- +

18 ივლისი. 2016. 18:31


 

„კითხვაზე - მომწონს თუ არა კობა ნარჩემაშვილი - გიპასუხებთ,  რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე", - ასე შეაფასა კობა ნარჩემაშვილის   ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ჯეჯელავას განცხადებით, ის პარტიულ საქმიანობაში არ ერევა და კანდიდატურის შერჩევაზე კონკრეტიკისგან თავს იკავებს.


„მე არ ვარ პარტიული და პროცესებშიც არ ვმონაწილეობ. რატომ და რა მიზნით შეირჩა მისი კანდიდატურა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება მომწონს თუ არა ნარჩემაშვილი, გიპასუხებთ, რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე.


რაც შეეხება მის ნასამართლეობას, გიპასუხებთ, ჩვენ გვაქვს კანონი, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ ნასამართლეობა აღარ ითვლება ხელის შემშლელად. ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ ვერა, ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა ჯეჯელავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner