logo_geo
eng_logo
ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ტაიშანის“ ატომურ ელექტროსადგურზე მცირე ინციდენტი მოხდა
- +

16 ივნისი. 2021. 12:52

 

 

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ტაიშანის“ ატომურ ელექტროსადგურზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც რადიაციის დონის გაზრდა გამოიწვია.

 

ჩინეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ საწვავის დაზიანებულმა ღეროებმა მცირე რაოდენობით რადიოაქტიური გაზის დაგროვება გამოიწვია.

 

„ამჟამად მონიტორინგის პროცესში პირველ ენერგობლოკში პირველი კონტურის თბომატარებლის რადიოაქტიურობის დონის გაზრდა ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ატომური ელექტროსადგური კვლავ სტაბილურად მუშაობს. ნორმატიული მოთხოვნები და ოპერაციული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ოფიციალური პეკინი ირწმუნება, რომ ატომური ელექტროსადგურის გარშემო რადიოაქტივობის დონე საგანგაშო არ არის.

 

„პირველი ენერგობლოკის პირველ კონტურში რადიაციის დონის გაზრდა საწვავის ღეროების დაზიანებითაა გამოწვეული. საწვავის დამზადების, ტრანსპორტირებისა და ენერგობლოკების ექსპლუატაციის პროცესში სხვა არაკონტროლირებადი ფაქტორების გამო, საწვავის ღეროების მცირე რაოდენობით დაზიანების გამოვლენა გარდაუვალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner