თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან კონკრეტული სახელი და გვარები არ დაასახელა.
„დღეს, როგორც ვიცით, 20:00 საათზე, ქუთაისში იქნება დასავლეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. ბუნებრივია, იქ უფრო რეალურ სურათს დავინახავთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
გიორგი ლილუაშვილმა, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების " კანდიდატი იქნება, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა უკვე დატოვა.