logo_geo
eng_logo
თბილისის ვიცე-მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება
- +

18 ივლისი. 2016. 18:41



თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.


ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან კონკრეტული სახელი და გვარები არ დაასახელა.


„დღეს, როგორც ვიცით, 20:00 საათზე, ქუთაისში იქნება დასავლეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. ბუნებრივია, იქ უფრო რეალურ სურათს დავინახავთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

გიორგი ლილუაშვილმა, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების " კანდიდატი იქნება, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა უკვე დატოვა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner