logo_geo
eng_logo
თეა დარჩია: ჩადრებით რომ დადიან ქართველი გოგონები და ყურანს სწავლობენ, ვინმეს კითხვა დაუსვამს – რატომ?
- +

16 ივნისი. 2021. 13:58

 

 

„სამჯერ იყო ასეთი ამბავი, რაც ახლა ხდება, 13 წლის განმავლობაში. პერიოდულად ეს საოცარი სიტუაცია მეორდება“, – ამის შესახებ მოცეკვავე თეა დარჩიამ „იმედის“ ეთერში ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

 

თეა დარჩიას თქმით, აჭარასა და გურიაში, გარდა საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონებისა, მუსლიმანური და კათოლიკური პანსიონებიცაა, თუმცა, მათ არასდროს ერჩიან, რაც მას კითხვებს უჩენს.

 

„მე მინდა გკითხოთ, რატომ ხდება ეს? მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ. ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგონები და ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ და აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს – რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინცდამაინც ამ სახლებს?“ – ამბობს თეა დარჩია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner