ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელით მადლობას უხდის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს, ალექსანდრე ჯობინაშვილს.
„ესაა „112“-ის ექიმი ალექსანდრე ჯობინაშვილი. ამ ადამიანის სწორი დიაგნოზის წყალობით მოვხვდით კლინიკაში. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ექიმები. ორი დღე ვეძებე და ძლივს ვიპოვე. მადლობა მას. მინდა საჯაროდ „112“-მა ამ ადამიანს გადაუხადოს მადლობა. სასწაული ექიმი!“ - წერს ნინო ჯღარკავა.