ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ლელოს“ ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ლელოს“ ინიციატივა ხუმრობა მეგონა. თურმე, მართლა სურთ, სახელმწიფოს დააკისრონ დაზარალებულთათვის დახმარების დანიშვნა.
ოღონდ, ალბათ, მხოლოდ მომიტინგეების?!
ჯერ საბანკო სექტორის საქმიანობიდან გაყვლეფილ მოსახლეობას დაუნიშნეთ დახმარება, ოღონდ ბანკების ხარჯზე.
რაც შეეხება დაზარალებულებს, თუ პოლიციელმა აქციის დროს დაკარგა შრომისუნარიანობა, სახელმწიფო ისედაც დაუნიშნავს.
ხოლო, მომიტინგეებს ორგანიზატორებმა დაუნიშნონ. მშვიდობიან აქციაზე რომ მიგყავთ ხალხი და შტურმს იწყებთ, პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოთ.
ხალხი ფეხებზე გეკიდათ და გკიდიათ. იმ შემთხვევაში როგორც სახორცე მასა გამოიყენეთ. ბიუჯეტი დიდი გაქვთ პარტიებს. მოიკელით ხელფასები, ჯიპები და გაიღეთ. გაინაწილეთ პარტიებმა მომხრეების მიხედვით, ვინ ვისი ამომრჩეველია.
ვინც პოლიციას რკინის კონსტრუქციებს ურტყამდა თავში და ქვებით სავსე ბოთლებს ესროდა, რომელი ლოგიკით ეკუთვნის დახმარება?
არ დაგავიწყდეთ, აშშ-ში 500-მდე პირია დაკავებული და ძალიან, ძალიან დიდი ვადით პატიმრობა ემუქრება ყველას.
გეყოფათ პოპულიზმი და უაზრო კინკლაობა, საქმეზე ილაპარაკეთ!“ - წერს ამირან სალუქვაძე.