logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: თუ კვალი თურქეთის საზღვრებს სცდება, სავარაუდოა, რომ რუსეთისკენ მიდიოდეს
- +

18 ივლისი. 2016. 19:31



ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა „კვირის პალიტრასთან" თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ცისკარიშვილის თქმით, თუ კვალი თურქეთს საზღვრებს სცდება, სავარაუდოა, რომ ის რუსეთისკენ მიდიოდეს.


 

„დღეს საქართველოს რაც შეუძლია, არის ის, რომ თურქეთის მოსახლეობას გამოუცხადოს სრული მხარდაჭერა, რომ როგორმე სიმშვიდემ დაისადგუროს ამ ქვეყანაში, რადგან თურქეთში არეულობა საქართველოსთვისაც დიდი საფრთხეა.

 

მეეჭვება, დასავლეთს აწყობდეს თურქეთში არეულობა. მით უფრო, რომ მიუხედავად პატარ-პატარა დაძაბულობებისა, თურქეთი სწორედ დასავლეთის პარტნიორად რჩება. ის NATO-ს წევრი ქვეყანაა და აშშ-ის მთავარი დასაყრდენია.

 

თუ კვალი თურქეთის საზღვრებს სცდება, უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთისკენ მიდიოდეს. რაც შეეხება გიულენს, მისი გავლენა თურქი საზოგადოების ნაწილზე მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა ამ გადატრიალების მცდელობასთან მისი კავშირის დასასაბუთებლად თურქეთის ხელისუფლებას საფუძვლიანი მტკიცებულებების წარმოდგენა მოუწევს.

 

ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის გიულენის ექსტრადიციისთვის იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება დასაბუთება.

 

რამდენიმე წლის წინ თურქეთს გიულენის ექსტრადიციის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ეს არ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც უშედეგო იქნება მტკიცებულებების გარეშე", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner