logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მადლობა, რომ არსებობთ და იმედი ხართ!
- +

16 ივნისი. 2021. 15:13

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელით მადლობას უხდის ექიმ თამარ გოგიჩაიშვილს მისი შვილის გადარჩენისთვის.

 

„ქალბატონო თამარ, მადლობა კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისთვის, მადლობა ჩემი შვილის გადარჩენისთვის. რა ბედნიერებაა, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავს ასეთი პროფესიონალი, ასეთი ადამიანური და ასეთი დიდი ექიმი ღმერთისგან გამოგზავნილი.

 

ჯერ ჩემი მეგობარი მაჩუქეთ, დღეს ჩემი შვილი. მთელი ცხოვრება თქვენზე ვილოცებთ. მადლობა, მადლობა რომ არსებობთ და იმედი ხართ! გვიმრავლოს ასეთი ექიმები საქართველოს, მადლობა თქვენ და მადლობა ბატონ შოთა ბენიძეს! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner