შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაგეგმილი აშშ-რუსეთის სამიტის გაფართოებულ ფორმატში დამსწრე ამერიკული დელეგაციის სიას CNN ავრცელებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთის საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი.