logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ნაცებმა ენერგორესურსების 70% რუსეთს მმართველობაში გადასცეს!
- +

5 მარტი. 2016. 12:47



„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ერთადერთი უფლება, ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე", - ასე ეხმაურება „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას „არა გაზპრომს". მისივე თქმით, ნაციონალები ცოტა ხანი მაინც უნდა გაჩუმდნენ, რათა ისეთი აგრესია არ გამოიწვიონ, რომ წინასაარჩევნოდ  ქუჩაში გამოსვლა ვერ შეძლონ.


„ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, „გაზპრომის" წინააღმდეგ აქცია ჩაატარონ, რადგან ენერგორესურსების 70% თავად გადასცეს რუსეთს მმართველობაში.

სააკაშვილი იყო პირველი მაპროვოცირებელი, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ტერიტორიები დავკარგეთ. „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ერთადერთი უფლება - ბოდიში მოიხადონ საზოგადოების წინაშე და ცოტახანი მაინც გაჩუმდნენ, რათა ისეთი აგრესია არ გამოიწვიონ, რომ წინასაარჩევნოდ  ქუჩაში გამოსვლა ვერ შეძლონ", - განაცხადა მოროშკინამ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner