კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს შიდა ქართლის რეგიონის სურსათის უვნებლობის, სატყეო, შპს „საქართველოს მელიორაციის“ და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების გამართულ მუშაობასა და პრობლემებზე.
ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების პერიოდულობაზე, არსებულ ხარვეზებსა და მის გამოსწორებაზე ასევე კანონმდებლობის ფარგლებში წყლის რესურსების მობილიზებაზე.
მოისმინეს წარმომადგენლების ინფორმაციები სამელიორაციო სისტემის, გარემოს დაცვის, ფართობების მოხვნის, მოსავლის თესვის და აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების და სხვა საკითხების შესახებ.
ფერმერებისა და მოქალაქეებისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და პროგრამების მნიშვნელობაზე, სიახლეებზე, ინფორმაციის დროულად მიწოდებაზე და მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დახმარებაზე.
შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვებზე გაიმართა მსჯელობა.
შიდა ქართლის რეგიონის სურსათის უვნებლობის, სატყეო, შპს „საქართველოს მელიორაციის“ და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა საქმიანი შეხვედრისათვის.