logo_geo
eng_logo
კარიმ ხანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
- +

16 ივნისი. 2021. 17:52

 

 

კარიმ ხანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

 

51 წლის ბრიტანელმა იურისტმა აღნიშნულ თანამდებობაზე ფატუ ბენსუდა ჩაანაცვლა.

 

„მე საზეიმოდ ვიღებ ვალდებულებას, რომ შევასრულებ ჩემს მოვალეობებს და შევასრულებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უფლებამოსილებას ღირსეულად, ერთგულად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად“, – განაცხადა კარიმ ხანმა ფიცის დადების ცერემონიის დროს.

 

კარიმ ხანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორად თებერვალში აირჩიეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner