„ქუთაისო მოგესალმებით. მივესლამები მთელს იმერეთს. ძალიან მიხარია, რომ ქუთაისი დღეს ასეთი ერთსულოვანია."- საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას „ქართული ოცნების" მიერ შესრულებულ სამუშაობზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება წარმატების მისაღწევად და საქართველოს უკეთესი მომავლის განსავითარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ. დავით აღმაშენებლის ქალაქიდან, რომელიც ერთიანობის სიმბოლოა მთელი საქართველოსთვის. სწორედ გამთლიანებული, ძლიერი სქართველოა ჩვენი პარტიის მიზანი და ოცნება.
2012 წელს „ქართულმა ოცნებმა" ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. ამ 4 წელიწადში ძალ- ღონე არ დაგვიშურებია და ყელაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნაბიჯ- ნაბიჯ საქართველო განვითრებისკენ წაგვეყვანა. ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ჰყავდა საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ იმ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ მსხრვერპლნი იმ სისასტიკის, რომელისც ერთად გადავიტანეთ. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა.
დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული განვითარების ერთობისთვის. დღეს ჩვენს ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ თითოეული ოჯახის კეთილდღეობას."- განაცხადა კვირიკაშვილმა.