logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს
- +

16 ივნისი. 2021. 22:42

 

 

„აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

 

„შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მისივე თქმით,  აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს.

 

„ჩვენ უნდა შევძლოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. რაც შეეხება იმ სფეროებს, სადაც უთანხმოება გვაქვს, მინდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ესმოდეს, თუ რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს დღის წესრიგი ამერიკელი ხალხისთვისაა. პრეზიდენტ პუტინს ასევე ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების თემა ყოველთვის იქნება დღის წესრიგში. ამიტომაც წამოვწიე ალექსეი ნავალნის საკითხი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner