“ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა ჩემთვის, გავაგრძელელო “რუსთავი 2”-ის ისტორია, ვიჯდე “კურიერის” ეთერში და მაყურებელს გავაცნო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები”, – ასე მიმართა სანდრო სანაიამ მაყურებელს “კურიერის” წამყვანის რანგში.
როგორც სანდრო აღნიშნავს, „კურიერის" წამყვანობაზე დიდი ხანი ოცნებობდა და კითხვაზე, რას ურჩევდა მამამისი, ცოცხალი რომ ყოფლიყო, ასე პასუხობს:
„შეიძლება ეთქვა არ გინდაო, ან მიდი როგორც შენ გინდაო. ორი პასუხი არსებობს - ან კი, ან არა. თუმცა მე მაინც იმას ვიზამდი, როგორც მივიჩნდევდი სწორად. ძალიან დიდ პასუხიმსგებლობას ვგრძნობ უკვე და იმედი მაქვს, რომ მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგი სანაიას მიმართ“, -აღნიშნავს სანდრო სანაია.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ ოფიციალურ ვერსიად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეაფასა და პასუხისგებაში მისცა ვინმე გრიგოლ ხურცილავა, იგივე “გრიცკო”.