logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: ვფიქრობ, ალექსეი ნავალნის გამიზნულად სურდა, რომ დაეკავებინათ
- +

16 ივნისი. 2021. 23:53

 

 

„ვფიქრობ, ნავალნის სურდა, რომ ის დაეკავებინათ“, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ კორესპონდენტის შეკითხვას, აიღო თუ არა პრეზიდენტმა ვალდებულება, შეწყვიტოს თავდასხმა რუსულ ოპოზიციაზე, კერძოდ, ალექსეი ნავალნიზე.

 

„ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევდა რუსეთში მოქმედ კანონს. ის ვალდებული იყო, აღრიცხულიყო, როგორც პირობითი მსჯავრის მქონე ორჯერ გასამართლებული პირი. კანონის ამ მოთხოვნის გამიზნულად იგნორირებით, ეს ბატონი საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამკურნალოდ. სამართალდამცავი ორგანოები მის რეგისტრაციას არ მოითხოვდნენ. როგორც კი მან დატოვა საავადმყოფო და ვიდეოები განათავსა ინტერნეტში, ასეთი მოთხოვნა წარმოიშვა. ის არ გამოცხადდა, დააიგნორა კანონის მოთხოვნა. მასზე გამოაცხადეს ძებნა. ეს მან იცოდა. ჩამოვიდა. ვფიქრობ, მას გამიზნულად სურდა, რომ დაეკავებინათ. მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სურდა“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner