logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: როგორ შეიძლება, ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ - ვუთხარი პუტინს, რომ განვაგრძობთ ფუნდამენტური უფლებების საკითხების წამოჭრას
- +

17 ივნისი. 2021. 00:20

 

 

„როგორ შეიძლება, ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ ალექსეი ნავალნის მსგავს შემთხვევებზე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მე მკაფიოდ ვუთხარი ვლადიმირ პუტინს, რომ ჩვენ განვაგრძობთ ფუნდამენტური უფლებების საკითხების წამოჭრას“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მისი თქმით, მან ასევე წამოჭრა რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების – პოლ ველანის და ტრევორ რიდის საკითხი, ასევე ხაზი გაუსვა სიტყვისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობას.

 

„ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი დემოკრატიული სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობებს, ან ჩვენი დემოკრატიული არჩევნების დესტაბილიზაციას და ჩვენ ვუპასუხებთ.

 

მე ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენ გვჭირდება მოძრაობის ძირითადი წესები, რომელსაც ყველა დავიცავთ. ასევე, განვუცხადე, რომ თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესია ჩვენი და რუსი ხალხისთვის. ეს ასევე მსოფლიო უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner