logo_geo
eng_logo
რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩატარდა დედაქალაქში
- +

17 ივნისი. 2021. 01:44

 

 

„უმშვენიერესი რეაბილიტირებული ლოკაციები შეემატა ჩვენს ქალაქს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, გარდა ინფრასტრქუტურული მიმართულებისა, არის გამწვანების მიმართულება, რომ რაც შეიძლება მწვანე გახდეს ქალაქი. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში უწევდეს ყველა ადამიანს ცხოვრება“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მან ყურადღება გაამახვილა დედაენისა და 9 მარტის პარკებზე, რომელებიც თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტირდა.

 

„გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრეზენტაცია გვქონდა ორბელიანის მოედანზე. ესეც ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია დედაქალაქისთვის თავისი ისტორიულობიდან გამომდინარე. დაახლოებით 22 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდა, საიდანაც 13 ისტორიული სტატუსის მქონე შენობაა. 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ამ კონკრეტული არეალის რეაბილიტაციაში. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გუდიაშვილის მოედანზე მდებარე 30 შენობიდან 22 ისტორიულია. ასევე, სამუშაო პროცესის დროს მოხდა არქეოლოგიური ნიმუშების აღმოჩენაც. რამდენიმე თვეში დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად დავასრულოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, განხორციელდა ქალაქში ერთ-ერთი ისტორიული ძეგლის, დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია, სადაც სავალალო მდგომარეობა იყო. გარდა ამისა, განხორციელდა ნარიყალას ციხის პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში იყო. საჭიროა მეორე ეტაპი, რომლის პროექტი თბილისის განვითარების ფონდს უკვე შეძენილი აქვს. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner