სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„Kakha Kaladze კახა კალაძე, ბრავო! გმადლობ, რომ სიმართლისკენ და სამართლიანობისკენ ხარ!
ერთად გავიმარჯვებთ ჯოჯოებზე!“, -წერს გიორგობიანი.
თბილისის მერმა კახი კალაძემ თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მედია ინფორმაციას ისე ავრცელებდა, "თითქოს იქ საშინელება ხდებოდა", თუმცა როგორც მან აღნიშნა, რეალობა სხვა აღმოჩნდა.
„ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში ვაკვირდები მოვლენებს, ვაკვირდები თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ საშინელება ხდებოდა. თუმცა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც მიხვედით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება“, – აღნიშნა კალაძემ.