logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: აშკარაა, რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია რეგიონებში უნდა გაძლიერდეს
- +

17 ივნისი. 2021. 02:37

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა რეგიონებში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„კოვიდ-19“ ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში (15.06.21)

---

ჩატარებული აცრების რაოდენობით თბილისის შემდეგ აჭარა და იმერეთი მოდის.

თუმცა, მოსახლეობასთან შეფარდებისას 100 მოსახლეზე ჩატარებული აცრების რაოდენობით ოდნავ განსხვავებული სურათი ისახება - ფარდობითი მაჩვენებლებით მცხეთა-მთიანეთი და რაჭა-ლეჩხუმია თბილისის შემდეგ.

მთლიანად საქართველოს მაჩვენებელი სადღეისოდ 100 მოსახლეზე 5.7 აცრაა.  თბილისსა და რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. თბილისში ეს მაჩვენებელი 10.8 არის, ხოლო რეგიონების უმრავლესობაში 4-ზე ნაკლებია. აშკარაა, რომ საინფორმაციო კამპანია რეგიონებში უნდა გაძლიერდეს“, - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner