„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა რეგიონებში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„კოვიდ-19“ ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში (15.06.21)
---
ჩატარებული აცრების რაოდენობით თბილისის შემდეგ აჭარა და იმერეთი მოდის.
თუმცა, მოსახლეობასთან შეფარდებისას 100 მოსახლეზე ჩატარებული აცრების რაოდენობით ოდნავ განსხვავებული სურათი ისახება - ფარდობითი მაჩვენებლებით მცხეთა-მთიანეთი და რაჭა-ლეჩხუმია თბილისის შემდეგ.
მთლიანად საქართველოს მაჩვენებელი სადღეისოდ 100 მოსახლეზე 5.7 აცრაა. თბილისსა და რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. თბილისში ეს მაჩვენებელი 10.8 არის, ხოლო რეგიონების უმრავლესობაში 4-ზე ნაკლებია. აშკარაა, რომ საინფორმაციო კამპანია რეგიონებში უნდა გაძლიერდეს“, - წერს კირტავა.