logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ეს რომ მიშას გაეკეთებინა, იქნებოდა ახლა ფოიერვერკები რუსთაველზე "მიშა მაგარია"-ს ძახილით!
- +

17 ივნისი. 2021. 03:02

 

 

„ეს რომ მიშას გაეკეთებინა, იქნებოდა ახლა ფოიერვერკები რუსთაველზე "მიშა მაგარია"-ს ძახილით!“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის  გაათავისუფლების ფაქტს.

 

“ჩვენი ძმები დაბრუნდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევის დახმარებით. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით გადავიდნენ, იქიდან კი - ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვები პუნქტით სომხეთში შემოვიდნენ”, - ამის შესახებ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.!

ეს რომ მიშას გაეკეთებინა, იქნებოდა ახლა ფეიერვერკები რუსთაველზე "მიშა მაგარია"-ს ძახილით!

"დიდი მწერალი" ბუღაძე კი ბატის ფრთით ხელში შემდგარი იქნებოდა ახალი რომანის წერაში -"მიშას გამოხსნილები"!

ხოლო ფოთში ეპისკოპოსის მიერ შემოკრული იქნებოდა მიშას სადიდებელი ზარები და ბოკერიას მადიდებელი ჰიმნები!

ტელევიზიებში აყვირებული იქნებოდა ნაცპოლიტქალთა საკივარ მოტივებზე შექმნილი კოტე ყუბაანთ ბიჭის იამბიკოები!“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner