„თაღლითი ნიკანორ მელია იყო და არის მიხეილ სააკაშვილის უკვე გაჭრილი კარტი… უფრო სწორად, გაცვეთილი, დახეული კარტი, ყვავის ექვსიანი, რომელიც ევროპიელებს ტუზი ეგონათ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „საერთო გაზეთში“ წერს.
„აი, ამ გაზეთის რედაქტორის გამონათქვამიც მომეწონა, წინა ნომერში რომ წამოიძახა თავისი წერილის სათაურად: „შევიდნენ! შეშავდნენ! შებნელდნენ! შეგველდნენ“!
საინტერესოა, რატომ შევიდნენ, რატომ შეშავდნენ, რატომ შებნელდნენ, რატომ შეგველდნენ?!
ჩვენაო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოვაწეროთო (ამ ჩემ ფეხებს!), — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაცნაირმა თავმჯდომარემ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხვრა-მოხვრაც რომ შეეცვალა (აღარაფერს ვამბობ მეტყველებაზე), ნიკა მელიამ. თუმცაო, უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელსო. რატო არ გადაუხდის მადლობას რა, 40 ათასი ლარი მაგათ გადაუხადეს, ციხიდანაც გამოათრიეს და ალბათ უახლოეს ხანში ყოფილ პოლიტპატიმრადაც გამოაცხადებენ. პრინციპში, ყველაფერი ისე მოაწყეს ამ ევროპიელებმა, გამოცხადებაც აღარ უნდა, თაღლითი მაიმუნი ლამის გმირად აქციეს. არა, ევროპიელებმა კი არა, მთელმა მსოფლიომ რომ იჩალიჩოს, მელა ლომად ვერასოდეს გადაიქცევა, მაგრამ არსებობს ილუზია, რომლისაც ამ ქვეყანაში (და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში) ბევრს თუ არა, საკმაო ნაწილს მაინც სჯერა.
ფაქტია!
თაღლითი ნიკანორ მელია იყო და არის მიხეილ სააკაშვილის უკვე გაჭრილი კარტი… უფრო სწორად, გაცვეთილი, დახეული კარტი, ყვავის ექვსიანი, რომელიც ევროპიელებს ტუზი ეგონათ. როგორცა სჩანს, მიხვდნენ, ვისთანაც აქვთ საქმე და ბოლო დროს ამ მიმართულებით აღარ აქტიურობენ. ეტყობა, იფიქრეს, ეს რა დაგვემართა და არა მხოლოდ ესაო. აი, ასე, ჩვენ რომ ვფიქრობთ ხოლმე ხშირად.
კიეველ მიხოს რევოლუცია უნდოდა!“, - წერს ზედელაშვილი.