logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ღმერთო, იქნებ შენ მაინც გაარკვიო, რატომ მოვმცირდით ყველანაირად საუკუნეების განმავლობაში და ვერ გავიზარდეთ?
- +

17 ივნისი. 2021. 01:30

 

 

ღმერთო, რატომ დაგვემართა ესა და არა მხოლოდ ესა?!

ნება მიბოძეთ, ამჯერად წერილი ჟურნალისტ მერაბ ხაჩიძის ამონათქვამით დავიწყო: „ფარსმანი, ფარნაოზი, მირიანი, ვახტანგი, აშოტი, დავითი, გიორგი, აღმაშენებელი, თამარი, ბრწყინვალე, ერეკლე, დიდგორი, ბასიანი, მარტყოფი, ბახტრიონი, ასპინძა…

მიშა, გრიშა, გირჩი ზურაბა, მაწყევარა მურმანა, ფანჩატურა შალიკო, დანა-ჩანგალი დათიკო, გიორგი-შარლიკო, მოქალაქე ალიკო, გრძელი ზალიკო, თიმსალ-თაკო, სიდედრის აკო და…

— ღმერთო, რომ ხარ ქე ვიცი, რა მინდა ქე იცი და აწი შენ იცი“!

ვერ დაგიმალავთ, მომწონს მერაბის მიერ გატარებული პარალელიზმი, მაგრამ ერთი რამ მაოცებს, რატომ მივდივართ უკუღმა, რატომ ვვითარდებით პირიქით, რატომ ტრიალებს დედამიწა რაღაცნაირად? ბიჯოოო… პირიქით უნდა ყოფილიყო! ადრე, უწიგნობისა და უშუქობის პერიოდში, როცა ადამიანები ჩირაღდნებით დარბოდნენ, უფრო ჭკვიანურად აზროვნებდნენ, ქვეყნის მეთაურებად ლამის ტიტანები იყვნენ, რომლებიც საოცრებებს სჩადიოდნენ, ომებს იგებდნენ, მტრებს იგერიებდნენ, მოღალატეებს საკადრის პასუხებს სცემდნენ, ეხლა კი რა გამოვიდა? ჰა, რა გამოვიდა-მეთქი? შეიხედავ პარლამენტში, წამოწოლილა თეთრ სავარძელში ვინმე მეგრელიშვილი და იკრიჭება ყინვაზე წაქცეული ვირივით!

 

რატომ დაგვემართა ესა და არა მხოლოდ ესა?! ამის დედა ვატირე… მაშ, უკეთესის ღირსნი არ ვიყავით? მაშ, აღმაშენებლისა და თამარის ქვეყანა ცოტა უკეთესს მაინც არ იმსახურებდა?!

მარტო ეს რომ იყოს, მარტო ერთი მეგრელიშვილი რომ შეგვპარვოდა, კიდევ რა გვიჭირდა? ამაზე უარესებით გამოიტენა საკანონმდებლო ორგანო, ხაჩიძემ კიდევ ცოტანი ჩამოთვალა. აგერ სურათი, ნახეთ, რის დამწერია, რის გამკეთებელია, რის მომფიქრებელია? ან სხვები რის გამკეთებლები არიან, როცა „თხა და გიგოც“ კი არ წაუკითხავთ?

ამ დღეებში გიორგი (ჯუნიორ) ვაშაძემ, ასერიგად რომ გაბლატავებულა და თავი აღმაშენებელი ჰგონია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დეპუტატს მიმართა, შენა, ბიჭო, მიდი, მოდი, გაიარე, „თხა და გიგო“ წაიკითხეო. ჰა, ჰა, ჰა… „თხა და გიგოო“, კაცოოო, გეგონება თვითონ უკვე გადალანდრა. არა, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება დავით აღმაშენებლის სტრატეგიას ამუშავებს, იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ნაწარმოები როდისღა უნდა წაეკითხა? ისე, ბოლო დროს ძალიან ბევრი ახსენებს „თხა და გიგოს“ და გამიჩნდა სურვილი, ერთად გავიხსენოთ:

 „იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, დაიდო წიგნი მუხლებზე და შიგ ცქერა დიწყო, ვითომ ერთი შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო, არ კითხულობდა და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და თავს ასკილივით აქნევდა. ამ დროს მეზობლის თხა ფეხების ბაკუნითა და წვერის ცანცარით ბაკიდან გარეთ გამოვიდა. გიგოს თავის კანტური რომ დაინახა, თხას ეგონა, ჭიდაობაში მიწვევსო, გამოექანა, დაეჯახა რქებით, ყირამალა გადაატრიალა და ააღრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო“.

აი, ეს არის „თხა და გიგო“, მალიმალ რომ წამოაძახებენ ხოლმე, მიდი, ბიჭო, გაიარე, კოჭი გააგორე, „თხა და გიგო“ წაიკითხე, ფისი ქენი, დაიძინეო.

არა, არა და არა, შევეშვათ ამ თემას, ჩვენი წიგნიერებიდან რატომ მოვედით არნახულ უწიგნურობამდე, ეს კიდევ სხვა საკითხია და უახლოეს მომავალში ამაზეც გაგესაუბრებით. თუმცა, მოიცადეთ, ბუნებაში არსებობს ფოტო, სადაც მიხო სააკაშვილი ზუსტად გამოხატავს გიგოს, ანუ ზუსტად ჰგავს ყმაწვილ გიგოს, რომელსაც წიგნი უჭირავს უკუღმა. კი ისწავლა მიხომ რამდენიმე უცხო ენა, მაგრამ ქართულად წერა-კითხვა არ იცის და შესაბამისად, ხედავთ, მეტყველებაც უჭირს.

 

მოკლედ, ძალიან მაინტერესებს, ამის დედა ვატირე, მაინც რა ცოდვა ავიკიდეთ ისეთი, რატომ დაგვემართა ესა და არა მხოლოდ ესა?!

აი, მაგალითად, რატომ დაგვემართა ის, რაზეც რუსეთთან ომის ვეტერანი დავით ახრახაძე გვთავაზობს. ხალხო, ეს იუმორია, მაგრამ ნაღდია, ასეთი მსჯელობა ხშირად მომისმენია, ალბათ თქვენც მოგისმენიათ:

 „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ თურქების, აზერების, სომხების, რუსების და საერთოდ ყველა უცხოელის ჩვენ ზღვის კურორტებზე დაშვების… ვერ ჩავაფსმევინებთ ჩვენ, ქართველები ვიღაც გადამთიელებს ჩვენ ზღვაში! არც საჰაერო სივრცე არ მემეტება მათთვის… გვაფსამენ, ხალხო, თვითმფრინავებიდან და ამას ვითმენთ“?!

ისე, მართლა რავარი მოსათმენია, ჰა? ჩამოდიან, გულაობენ, ჭამენ, სვამენ და ზღვაში გვიფსამენ. ჰო, მიფრინავენ, მოფრინავენ და ზემოდანაც გვაფსამენ. ვიცი, ზოგიერთნი ჩაილაპარაკებთ, შინაურები გვაფსამენ, გარეულებს რას ვერჩით, ისინი ამ საქმეში ფულს მაინც იხდიანო. სრული სიმართლეა, უცხოელები რომ მოდიან, ფული ჩამოაქვთ, ამ ე.წ. ოპოზიციონრებს რა ჩემი ფეხები მოაქვთ? არც არაფერი, პირიქით, იქით მიაქვთ, იქით ხრავენ ბიუჯეტსაც და ქვეყანასაც. შვიდი თვე ეყარნენ უსაქმოდ, შვიდი თვის განმავლობაში იყარეს მახათათი ერთ ადგილას და რა? ხელფასებზე თქვეს უარი თუ საპარტიო დაფინანსებაზე? არცერთზე, ბოლო „კაპეიკამდე“ წაიღეს სახლებში ამ წუწკებმა!

 

აი, ამ გაზეთის რედაქტორის გამონათქვამიც მომეწონა, წინა ნომერში რომ წამოიძახა თავისი წერილის სათაურად: „შევიდნენ! შეშავდნენ! შებნელდნენ! შეგველდნენ“!

საინტერესოა, რატომ შევიდნენ, რატომ შეშავდნენ, რატომ შებნელდნენ, რატომ შეგველდნენ?!

ჩვენაო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოვაწეროთო (ამ ჩემ ფეხებს!), — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაცნაირმა თავმჯდომარემ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხვრა-მოხვრაც რომ შეეცვალა (აღარაფერს ვამბობ მეტყველებაზე), ნიკა მელიამ. თუმცაო, უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელსო. რატო არ გადაუხდის მადლობას რა, 40 ათასი ლარი მაგათ გადაუხადეს, ციხიდანაც გამოათრიეს და ალბათ უახლოეს ხანში ყოფილ პოლიტპატიმრადაც გამოაცხადებენ. პრინციპში, ყველაფერი ისე მოაწყეს ამ ევროპიელებმა, გამოცხადებაც აღარ უნდა, თაღლითი მაიმუნი ლამის გმირად აქციეს. არა, ევროპიელებმა კი არა, მთელმა მსოფლიომ რომ იჩალიჩოს, მელა ლომად ვერასოდეს გადაიქცევა, მაგრამ არსებობს ილუზია, რომლისაც ამ ქვეყანაში (და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში) ბევრს თუ არა, საკმაო ნაწილს მაინც სჯერა.

 

ფაქტია!

თაღლითი ნიკანორ მელია იყო და არის მიხეილ სააკაშვილის უკვე გაჭრილი კარტი… უფრო სწორად, გაცვეთილი, დახეული კარტი, ყვავის ექვსიანი, რომელიც ევროპიელებს ტუზი ეგონათ. როგორცა სჩანს, მიხვდნენ, ვისთანაც აქვთ საქმე და ბოლო დროს ამ მიმართულებით აღარ აქტიურობენ. ეტყობა, იფიქრეს, ეს რა დაგვემართა და არა მხოლოდ ესაო. აი, ასე, ჩვენ რომ ვფიქრობთ ხოლმე ხშირად.

კიეველ მიხოს რევოლუცია უნდოდა!

თავისებურად აწყობდა. მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ აქედან წაღებული მილიარდებიდან ამონაგებ პროცენტებს ხარჯავს, სიტუაციას მაინც ურევს. ახლა ირკვევა, თებერვალში სარფსაც კი მოსდგომია და როგორც ავი ენები ამბობენ, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას თუ… მის მსტოვარს შეხვედრია, თან უსტარიც გამოუტანებია, როცა განიშნებ, გადადექი, დანარჩენი კეზერაშვილმა იცისო.

ტელე „იმედმა“ ნაცების შესვლასთან დაკავშირებით ვრცელი სიუჟეტი მოამზადა და ასე დაასათაურა: „ჭირვეულის მორჯულება“. ჰა, ჰა, ჰა! არანაირი ჭირვეულები ეგენი არ არიან, წინასწარ დაპროგრამებულ ჩათლახებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც სისხლი სწყურიათ, მაგრამ ძალა და მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამ დღეებში ირაკლი კობახიძემ „რუსთავორს“ ინტერვიუ მისცა, სადაც გარკვევით თქვა, ჩვენ ზუსტად ვიცით, გახარია ვისგან ფინანსდებაო. გადაცემის წამყვანი ჩაეძია, მაინც ვისგანო? მოვა დრო და ყველაფერი გაცხადდება, გახარია ბედნიერი ნამდვილად არ დარჩებაო. გასაგებია, საითაც უბერავს გახარიას პოლიტნიავი, ეგ არი, კეზერაა, აღარ უნდა მაგას ბევრი ლაი-ლაი. თუ გახარია დიდი ფულის სანაცვლოდ რევოლუციასა და ხელისუფლების გადაბარებაზე წავიდა, მაშინ მაგარი სულელი ყოფილა. არა, აქ არის ერთი მომენტი, შეიძლება ეს დიდი ფული იმდენია, გადადგომად და სააკაშვილისთვის თვალის ჩაპაჭუნებად რომ ღირდა, აშკარად ჩანს, ყოფილ პრემიერს ფულები ძალიან უყვარს.

 

საინტერესოა, ამის დედა ვატირე, ისეთი რა ცოდვები წამოვიკიდეთ საუკუნეების განმავლობაში, რომ ყოველ ორ-სამ წელიწადში, ხან ყოველწლიურად დიდი ღალატის მოწმენი ვხდებით? დიდი ღალატი იქით იყოს, ის უფრო დიდი უბედურებაა, გიგი უგულავა კორუფციაზე რომ გველაპარაკება და თანაც ყოველ საღამოს.

ვააახ, კაცოოო! 50 მილიონის ქურდი გველაპარაკება კორუფციაზე! აგერ, ორიოდე დღის წინ იძახის, მე ეკლესიაში ქრისტეს სხეულს კი არ ვებრძვი, კორუფციას ვებრძვიო. გინდა, ამ დროს გაიცინო, მაგრამ ვერც იცინი, ჩვენ კი ვიცით, ვინ არი ეს დამპალი, რა გაუკეთებია, მაგრამ შეხედავენ ბალღები ტელევიზორს და მართლა პატიოსანი ეგონებათ, წამოიზრდებიან, მივლენ საარჩევნო ურნასთან და ხმას მისცემენ.

გირჩი ზურაბა ეგრე არ მოხვდა პარლამენტში? რის გამკეთებელია? მეტყველება მაგას არ უვარგა, ფიზიონომია მაგას არ უვარგა, აზროვნება მაგას არ უვარგა, რამდენიმე სისულელე მოიგონა, ბოლოს შარვალი ჩაიხადა, რუსებს ტრაკი მიუშვირა და რა? წამოსვეს საკანონმდებლო ორგანოში! ვინც ამას ხმა მისცა, ნორმალურია? არა მგონია, ამ ერთმა სულელმა კიდევ სამი სულელი შეათრია პარლამენტში და სად ხდება ეს ყველაფერი? იმ ქვეყანაში, სადაც თავის დროზე მეფობდნენ დავით აღმაშენებელი და თამარი, აღარაფერს ვამბობ სხვებზე. წესით, კანონით, ადათით, ბუნების თანხმობით, ჩვენ ფიზიკურადაც უნდა გავზრდილიყავით და გონებრივადაც. კაი, ფიზიკურობას დავანებოთ თავი, საუკუნეების განმავლობაში ტვინი რატომ არ მოგვემატა? კაი, არ მოგვემატა, ჯანდაბას, რატომ დაგვაკლდა? აი, ამაშია საქმე, რატომ დაგვაკლდა?!

ღმერთო, იქნებ შენ მაინც გაარკვიო, რატომ მოვმცირდით ყველანაირად საუკუნეების განმავლობაში და ვერ გავიზარდეთ, ვეღარ მოვმრავლდით? რატომ დაგვემართა ესა და არა მხოლოდ ესა?!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner