logo_geo
eng_logo
„ეს კაცი ომის ვეტერანია! წყლის საყიდლად გადაადგილებას ვერ ახერხებს...“
- +

18 ივლისი. 2016. 21:15



სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ომის ვეტერანის შესახებ წერს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება.


სინჯიკაშვილის თქმით, მისი ქველმოქმედების შედეგად მოხუცს ახალი ეტლი აქვს.



„ეს კაცი ომის ვეტერანია და თავისუფლების მოედანზე ვისაც გაგივლიათ ალბათ ყველა იცნობთ.

დღეიდან აღარც დაბლა დაჯდება და აღარც ჯოხზე დაკიდებული იწვალებს, ჩვენ კარგი ეტლი ვუშოვეთ!

 

თუ საღამოს 10 საათისთვის ამ ადგილას მოხვდებით, ეგრევე მარცხნივ რომ შესასვლელია მანდ მიაყვანინეთ ხოლმე თუ დრო გექნებათ. სამშენებლო კომპანია "ანაგი"- უძმესმა თანამშრომლებმა ნება დაგვრთეს, რომ მანდ შეინახოს.  ჰო კიდევ  წყლის საყიდლად გადაადგილებას ვერ ახერხებს ხოლმე ბაბუ და იქნებ ერთი ბოთლი ცივი წყალი უყიდოთ.

 

ბაბუმ დაიმსახურა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ რომ დაბადებულები არ ვიყავით, ის მტერს ებრძოდა და სამშობლოს იცავდა..."- წერს სინჯიკაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner