logo_geo
eng_logo
ლიეტუვის სეიმში ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო
- +

17 ივნისი. 2021. 14:49

 

ლიეტუვის ოპოზიციური პარტიების წევრებმა, სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს წარუდგინეს ხელმოწერები, რომლითაც უნდობლობას უცხადებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს.

 

უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა უკავშირდება ჟიგიმანტას პავილიონისის რუს პრანკერებთან ჩაწერილი საუბრის გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც პავილიონისი რუს პრანკერებს ურჩევს იგნორირება გაუკეთონ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას პოზიციას, ვინაიდან მისი როლი მხოლოდ სიმბოლურია.

 

საკანონმდებლო ორგანოს წესდების თანახმად, 141 დეპუტატიდან მინიმუმ მეხუთედს შეუძლია დაიწყოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ოპოზიციის წევრებმა 50 ხელმოწერა შეაგროვეს, რაც საკმარისზე მეტია ამ პროცედურის დასაწყებად. სეიმის სპიკერის განცხადებით, ხელმოწერების რაოდენობიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სავარაუდოდ კენჭისყრას 17 ივნისს ჩანიშნავს.

 

თავად პავილიონისი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ მას ლიეტუვის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

 

უნდობლობის გამოცხადების ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ასევე პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ. მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ უნდობლობის გამოცხადება არასწორია, რადგან იგი კრემლის მორიგი პროვოკაციის მსხვერპლია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner