თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზის შექმნა არ გამორიცხა.
15 ივნისს აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა ქალაქ შუშაში ხელი მოაწერეს მოკავშირეობის შესახებ დეკლარაციას. დეკლარაციის თანახმად, მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ.
„სამხედრო ბაზის შექმნის ვარიანტი დეკლარაციის ფარგლებს არ სცდება. ამ საკითხის განვითარება შესაძლებელია. ამ თემამ თავისი განვითარება ილჰამ ალიევისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს შეიძლება მიიღოს. ასევე ჩვენი მოლაპარაკებების დროსაც შეიძლება განვითარდეს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.