logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „21-ე საუკუნის ჭირად“ წოდებულ C-ჰეპატიტს ვამარცხებთ!
- +

18 ივლისი. 2016. 21:36



საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ქუთაისში, „ქართული ოცნების" ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით გამოსვლისას მიმართა:


ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ წესრიგი, მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ჩვენ ქვეყანაშიჩვენ ბევრი საქმე წამოვიწყეთ, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყვანა და შედეგის მიღება. ჩვენ თქვენთან ერთად ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოვაჩინეთ, ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი, შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა, პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ პოლიცია, სასამართლო, ჯარი, დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება, გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე, ვამარცხებთ 21- საუკუნის ჭირად" წოდებულ C-ჰეპატიტს, ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით, გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით.

 

ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთის ქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს. აქ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში  თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა -ეს კი მხოლოდ  შრომით, სწორი დაგეგმვით და თავისუფალი ნების ადამიანების ერთობით მიიღწევა. ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ქონდა, ჩვენ ერთად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს- ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას"- განაცხადა კახი კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner