logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ლიბიაში შესაძლოა, ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები განახორციელონ
- +

17 ივნისი. 2021. 17:33

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანში განხორციელებული ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

 

თურქი ლიდერის თქმით, აზერბაიჯანთან ერთად ლიბიაში შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ძვირფას მეგობარ ილჰამ ალიევთან ერთად „ტრანსანატოლიური მილსადენისა“ (TANAP) და „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ (TAP) პროექტების ფარგლებში ვთანამშრომლობთ, ჩვენ ასევე შეგვიძლია ურთიერთთანამშრომლობა ლიბიაშიც. მათ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში ცოდნა და გამოცდილება აქვთ. მე მას ეს შევთავაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

თურქეთის პრეზიდენტი ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პროექტის იდეას რუსეთი ხელს არ შეუშლის.

 

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ პროექტის გადადებას აპირებს. პირიქით, მას მხარს დაუჭერს. მალე ჩვენ ორმხრივი შეხვედრა გვექნება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამ პლატფორმამ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი გააერთიანა. ვისურვებდით, რომ საქართველო და სომხეთიც გვეხილა“, – აღნიშნა მან.

 

ერდოღანის განცხადებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ე.წ. შუშის დეკლარაცია ამ ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გარანტია. შესაბამისად, მისი თქმით, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ყველა სფეროში.

 

https://1tv.ge/news/rejef-taif-erdoghanis-ganckhadebit-turqetma-da-azerbaijanma-libiashi-shesadzloa-ertoblivi-energetikuli-proeqtebi-ganakhorcielon/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner