საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ამ ახალგაზრდებმა, ვისაც ათწლეულების მერე კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს და ვინც თავი დადო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ვალია, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ისინი ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტია დასვენებული. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.