ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის მერმა და გერმანიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ჰუბერტ ქნირში დაინტერესდა პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების, ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს. ქუთაისსა და გერმანიის ქალაქებს შორის არსებული პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ამ კონტაქტების კიდევ უფრო გაფართოებას.
მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები გერმანიაში ქუთაისის მეგობარი ქალაქის შესარჩევად.