logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კობა ნარჩემაშვილზე რომ იძახიან, შევარდნაძის მინისტრი იყოო, მიხეილ სააკაშვილი ვინ იყო?
- +

18 ივლისი. 2016. 21:52



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის 49- ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის  შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს პასუხობს:



„ნაციონალები" კობა ნარჩემაშვილზე რომ იძახიან, შევარდნაძის მინისტრი იყოო, მიხეილ სააკაშვილი რა ჩემი ფეხები იყო?!"- წერს ზედელაშვილი.




საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.



ქუთაისის 47- ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი.


გენადი მარგველაშვილი ფიზიკა მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამჟამად იგი სკოლის დირექტორია.


ქუთაისის 48- ოლქში კენჭს იტრის დიმიტრი მხეიძე

დიმიტრი მხეიძე  პროფესიით ექიმია.



49- ოლქში კენჭს იყრის კობა ნარჩემაშვილი.


„კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. კობა პირადად ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერ-ერთი გამორჩეული პალრამენტარი იქნება."- ასე დაახასიათა პრემიერმა კობა ნარჩემაშვილი.



წყალტუბოში კენჭს იყრის ცოტნე ზურაბიანი.

ცოტნე ზურაბიანი პროფესიით იურისტია. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ბრემენის უნივერსიტეტში. ამჟამად არის წყალტუბოს თვითმმართველობების სამსახურის უფროსი.


ზესტაფონში კენჭს იყრის დეპუტატი შალვა კიკნაველიძე.


„შალვა მართალია ხლაგაზრდაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაში გამოცდილი ახალგაზრდაა. ზესტაფონელია და კარგად იცის ზესტაფონის ყველა პრობლემა."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შალვა კიკნაველიძის წარდგენისას. 



ტყიბულში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს მედიცინის დოქტორი ელგუჯა გოცირიძე.


ელგუჯა გოცირიძე არის ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი.

საჩხერეში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე.



ვანი- ხონის ოლქში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი.


გრიგოლ ლილუაშვილი არის  სერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. ამჟამად თბილისის მერის მოადგილე. ლილუაშვილი იყო ბანკი „ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


ჭიათურაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე იქნება.


ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნების" სახელით კენჭს იყრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის რაიონის კიცხისთემის თავმჯდომარე.



სამტრედიაში კენჭს იყრის ბიზნესმენი გია მიქელაძე.


გია მიქელაძე  პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner