„არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არაერთხელ დაგვისვეს სხვადასხვა ფორმით კითხვა და ყოველ ჯერზე ჩვენ ვპასუხობთ იმას, რაც არის სიმართლე: მას შემდეგ, რაც შედგა პარტიის ყრილობა, ჩვენ გვაქვს შეწყვეტილი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, მისივე სურვილით. ეს არის რეალობა.
მან თავისი ქმედებით დაადასტურა, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს პოლიტიკური პროცესების მიმართ, ის არის სრულიად გამიჯნული, სრულად დისტანცირებული“, - აღნიშნა კობახიძემ.