logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში
- +

17 ივნისი. 2021. 23:13

 

„არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„არაერთხელ დაგვისვეს სხვადასხვა ფორმით კითხვა და ყოველ ჯერზე ჩვენ ვპასუხობთ იმას, რაც არის სიმართლე: მას შემდეგ, რაც შედგა პარტიის ყრილობა, ჩვენ გვაქვს შეწყვეტილი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, მისივე სურვილით.  ეს არის რეალობა.

 

მან თავისი ქმედებით დაადასტურა, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს პოლიტიკური პროცესების მიმართ, ის არის სრულიად გამიჯნული, სრულად დისტანცირებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner