logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე გახარიაზე: ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება, რაც არის საკმარისი, რომ ადამიანს წაუყენო პოლიტიკური ბრალი
- +

17 ივნისი. 2021. 23:14

 

„ეს მიმართულება გამორიცხულია“ - ,  ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კიტხვას -  დააკავებენ თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

 

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ გახარია შეთქმულებას აწყობდა და ალტერნატიულ მთავრობას აყალიბებდა, როგორც ამაზე თავად კობახიძემ ისაუბრა, რატომ გამორიხცავს ექსპრემიერს დაკავებას.

 

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება, რაც არის საკმარისი, რომ ადამიანს წაუყენო პოლიტიკური ბრალი. სამართლებრივი ბრალის არის სხვა ბრალი“, - განმარტა კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner