„ეს მიმართულება გამორიცხულია“ - , ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კიტხვას - დააკავებენ თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ გახარია შეთქმულებას აწყობდა და ალტერნატიულ მთავრობას აყალიბებდა, როგორც ამაზე თავად კობახიძემ ისაუბრა, რატომ გამორიხცავს ექსპრემიერს დაკავებას.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება, რაც არის საკმარისი, რომ ადამიანს წაუყენო პოლიტიკური ბრალი. სამართლებრივი ბრალის არის სხვა ბრალი“, - განმარტა კობახიძემ.