„გიორგი გახარია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 18 თებერვლამდე იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და რა თქმა უნდა, როდესაც გუნდურობაზეა საუბარი, გუნდის ერთმა წევრმა მეორე, ყოველთვის უნდა დაიცვას. ეს არის მარტივი წესი, არამარტო პოლიტიკაში“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, 20 ივნისის ღამის თემაზე საუბრისას.
„20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარია იყო ამორალური თავდახმის ობიექტი, ოპოზიციის მხრიდან და ასეთ დროს ბუნებრივია, გუნდის და გუნდის წევრების ვალია რომ თანაგუნდელი დაიცვან. ეს იყო ამორალური შტურმი გახარიას წინააღდმეგ და ასეთ დროს, ჩვენი მორალურიც და პოლიტიკური ვალი იყო, რომ ის უნდა დაგვეცვა. ერთადერთი ვინც იყო იმ ღამეს „თვალთხარია“, ეს იყო ნიკანორ მელია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც დაიწყეს შტურმი პარლამენტზე“, - განაცხადა კობახიძემ.