logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი ვინც 20 ივნისის ღამეს იყო „თვალთხარია“, ეს იყო ნიკანორ მელია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“
- +

18 ივნისი. 2021. 00:06

 

„გიორგი გახარია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 18 თებერვლამდე იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და რა თქმა უნდა, როდესაც გუნდურობაზეა საუბარი, გუნდის ერთმა წევრმა მეორე, ყოველთვის უნდა დაიცვას. ეს არის მარტივი წესი, არამარტო პოლიტიკაში“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, 20 ივნისის ღამის თემაზე საუბრისას.

 

„20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარია იყო ამორალური თავდახმის ობიექტი, ოპოზიციის მხრიდან და ასეთ დროს ბუნებრივია, გუნდის და გუნდის წევრების ვალია რომ თანაგუნდელი დაიცვან. ეს იყო ამორალური შტურმი გახარიას წინააღდმეგ და ასეთ დროს, ჩვენი მორალურიც და პოლიტიკური ვალი იყო, რომ ის უნდა დაგვეცვა. ერთადერთი ვინც იყო იმ ღამეს „თვალთხარია“, ეს იყო ნიკანორ მელია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც დაიწყეს შტურმი პარლამენტზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner