logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ წულუკიძე: ავიაკატასტროფა გარდაუვალი იყო...
- +

18 ივლისი. 2016. 22:00



ტელეწამყვანი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. შინ მომავალი არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვდა, რის შესახებც წულუკიზე სოციალურ ქსელში წერს:



„finita la kommedia!!!

ბედნიერი დასვენების შემდეგ მე და თეკა ამსტერდამიდან საქართველოში ვბრუნდებოდით.

თურქეთში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე მოვხვდით საშინელ ტურვალენტურ ზონაში, რის გამოც თვითფრინავი მოწყდა და 17 მეტრი იფრინა დედამიწის მიმართულებით, სალონში ატყდა პანიკა რამდენიმე ადამიანს წაუვიდა გული და ჩაცვივდნენ ურთლეს მდგომარეობაში.

 

რომ არა ატლასგლობალის საოცრად გამოცდილი პილოტი ავიაკატასტროფა გარდაუალი იყო. როგორც იქნა დავმშვიდდით და გავაგრძელეთ ბედნიერი ცხოვრება... ათათურქის აეროპორტში აფრენისას კი გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა და ვერ გავფრინდებითო, ჩამოგვსვეს თვითფრინავიდან და... დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთს.

 

აეროპორტში უკვე დაგვხვდენ სამხედრო გადატრიალების მომხრეები იარაღით ერდოღანის დასაპატიმრებლად, ამასობაში ტერიტორიაზე შემოვიდა დაახლოებით 10 000 მოქალაქე პრემიერ ერდოღანის მომხრე და დაიწყო საშნელი დაძაბულობა. ატათურქის აეროპორტში ყველა თანამშრომელი და დაცვის წარმომადგენელი ერთ წუთში გაქრა, სანგარში ჩავიდნენ და დავრჩით ასე სიკვდილის პირისპირ: სამი მძიმე ონკოლოგიური პაციენტით, 6 მცირეწლოვანი ბავშვით და სამოცდაათი ქართველით, რამდენიმე წუთში ატყდა პანიკა და ხალხმა გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სირბილი... მოკლედ რომ არა ატლასგლობალის და საქართველოს საკონსულოს განსაკუთღებული მხარდაჭერა კაცმა არ იცის ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა.

 

p.s. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ერთმანეთზე ასე მზრუნველი ქართელები!!! ალბათ უბედურებაა საჭირო, რომ გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს..."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner