logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თუ ინდურმა უბედურებამ იფეთქა, მერე არ იყოს ყუყუნი!
- +

18 ივნისი. 2021. 01:33

 

„ხალხნო, კახეთში მარტო მე დავდივარ პირბადით! დავდივარ გიჟივით, როგორც უცხოპლანეტელს, ისე მიყურებენ“, - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

„არა, პირბადე ყველას აქვს, ზოგს თეთრი, ზოგს ცისფერი, ზოგს შავი, ზოგს უკვე გაშავებული, მაგრამ 99 პროცენტს მხოლოდ ნიკაპზე ამოუდვია.

ისა და... მარტო ნიკაპზე რა პონტია, ეს ხომ თავის მოტყუებაა-მეთქი? - ვეუბნები ნაცნობებს.

არც არაფერი... აი, თუ ვინმემ ამაიარა, ან ჩაიარა, ეგრევე ავიწევთ ხოლმეო.

ესე იგი, თუ ვინმე დამჯარიმებელმა აიარა, ან ჩაიარა, ეგრევე აიწევენ... თან ცხვირის დაფარვა გამორიცხულია - ამასა, კაცო, პირბადე ჰქვიან, ცხვირბადე კი არაო!

თან დააყოლებენ ხოლმე: იიიმეეეე, ქაააა, რო ავიწიოთ, ხო დავიხუთენითო?!

 

რავი, რა გითხრათ, ეს საკითხი ძაან მიშვებულია. დამჯარიმებლები ფაქტობრივად აღარც კი დადიან, ამ სიცხე-პაპანაქებაში ჩავლა კიდე ჰო, ავლა არ გინდა?!

ტურისტები შევნიშნე, უკვე დაიწყეს სიღნაღში მოძრაობები, იმათთვის ხომ საერთოდ უცხოა ეგეთი რამე, პირბადე არა, იხვის ტოლმა. ღმერთმა ქნას, უდანაკარგოდ გამოვიდეთ ამ სეზონიდან, მაგრამ თუ ინდურმა უბედურებამ იფეთქა, მერე არ იყოს ყუყუნი!

რავი, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე ჩემი გითხარით!“, - წერს ჟურნალისტი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner